უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
არქივი
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელმოუწერლობა იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებსა და საქართველოს მოსახლეობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერის საფუძველი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელის არმოწერა გამოყენებული იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საკონსტიტუციო კომისიაში არშესვლით ძალიან რადიკალური ნაბიჯი გადადგა და ბევრი კრიტიკაც მიიღო.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით ყველაფერი გამართლდა და საკონსტიტუციო კომისიამ ბოლოს დადო დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული ხელმოწერა ჰქონდა.
„მერე იყო გრძელი პროცესი ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ექსპერტების იმედგაცრუების, შემდეგ იყო ვეტო და ამ ვეტოს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსი პარტიებს შორის.
ვეტო დაიძლია და ჩემს წინაშე დადგა დილემა: გამეგრძელებინა ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მე მარტომ დავიწყე, თუმცა საბოლოოდ მარტო თავის პულტებთან დარჩა „ქართული ოცნება“, თუ მომეწერა კონსტიტუციისთვის ხელი.
ეს იყო დილემა. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ლოგიკური იყო პოლიტიკური პროცესი გამეგრძელებინა და მიმეყვანა თავის საბოლოო დასასრულამდე, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვიცოდი რა ნაღმებს ვდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში.
იმიტომ რომ კონსტიტუციის ხელმოწერასა და არმოწერას შორის არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა კი, საერთოდ, კანონი თუ ქვეყნის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკური პირი საზოგადოებას ეუბნება, რომ ამ კანონს უკანონობა ჯობია. ეს იქნებოდა უაღრესად სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ეს იქნებოდა გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ძალიან ნათელი მესიჯით, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, იმიტომ რომ კონსტიტუციაზე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა.
ეს იქნებოდა სახიფათო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც დაგეგმავდა რაიმე ტიპის დაუმორჩილებლობას, მათი მოწოდება კონსტიტუციის ფარგლებში იქნებოდა ძალიან სუსტი, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციას არ ექნებოდა ასეთი ლეგიტიმაცია.
ჩემს წინაშე იყო დილემა საერთოდ ამ კანონის აღიარებასა თუ მის არაღიარებას შორის.
ეს იყო დილემა ჩემი პოლიტიკური გზის, კიდევ ერთხელ იმ გზის, რომელიც მე დავიწყე, გაგრძელებასა თუ საკუთარ პოლიტიკურ ქულებზე უარის თქმასა და სახელმწიფოებრიობის უფრო მაღალ ღირებულებად დაყენებას შორის.
და მე გადავდგი ეს რთული ნაბიჯი, რომელმაც ბუნებრივია, გამოიწვია ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქცია.
მე დღეს მინდა მათ ვუთხრა, რომ ყოველთვის, როდესაც ჩემს წინ იქნება დილემა, ჩემს პოლიტიკურ ინტერესებსა და სახელმწიფოს შორის, ბუნებრივია მე სახელმწიფოს ინტერესებს პრიორიტეტულად დავაყენებ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.