უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 14:55
font-size

საკონსტიტუციო უმრავლესობა `ქართული ოცნებისთვის` უდიდესი პასუხისმგებლობაა, რაც დანაპირების შესრულებისთვის არის საჭირო _ გიორგი კვირიკაშვილი

"ატყდა არაჯანსაღი სპეკულაციები საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამომრჩევლისადმი, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმ ამორჩეველს, ვინც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. სასიხარულოა ფაქტი, რომ წინასწარი მონაცემებით, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური და მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მაღალი აქტივობაა საჭირო. აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა პარტია "ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიული საქართველო", რაც ჩვენთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რომ "ქართული ოცნება" იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური",-განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

მისივე თქმით, წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული, ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

~ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლოვბაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა ეკონომიკური განვითარების და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტუტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევოატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გაგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის უდიდესი პასუხისმგებლობა თთითოეული ამომრჩევლის წინაშე",-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმი, ქვეყანამ მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვერასოდეს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ, ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. ~ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ჩვენ პირველივე დღეს ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების", - განაცხადა პრემიერმა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი