უკან
კომენტარი
21 ოქტომბერი, 2016 15:20
საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ - მამუკა არეშიძე
საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება არასასიამოვნოა, მაგრამ მე აქ საფრთხეს ვერ ვხედავ, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.
“ამ საკითხს აქვს ორი მხარე; „ქართულ ოცნებას“ ექნება მთლიანი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე და სხვა საკითხებზე, ამიტომ მე საკონსტიტუციო უმრავლესობაში საფრთხეს ვერ ვხედავ. როცა ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია, ამით ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ სამოქალაქო სექტორს, საზოგადოებას, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს ხელისუფლება, რომელსაც ამის შნო აქვს და თუ ამის ძალა არ შესწევს საზოგადოებას, მაშინ სულ ერთია ქვეყანას საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება თუ უმცირესობა,“-განაცხადა არეშიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი