უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2016 18:25
font-size

საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიად იქცა ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ლევან კობერიძე

,,ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, კამპანია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო უმრავლესობის საკითხთან დაკავშირებით წამოიწყო, არ ემთხვევა საზოგადოების განწყობას. ამის შესახებ კობერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა ,,ქართულ ოცნებას“ მისცა.

,,ეს კამპანია არ ემთხვევა საზოგადოების განწყობას, რადგან ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა სწორედ ჩვენ მოგვცა. ეს მორიგი ფანდია, რადგან „ოცნებას“ ჯერ უბრალო უმრავლესობამდეც 10 მანდატი აკლია და წინ არჩევნების მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ლევან კობერიძემ და საპარლამენტო მმართველობასა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა, რისი განხილვაც ახალი მოწვევის პარლამენტში იგეგმება.

,,საერთოდ, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, მთავარი გვავიწყდება - პარლამენტისა და პარლამენტარიზმის მნიშვნელობა. უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვართ თუ არა საპარლამენტო რესპუბლიკა. სწორედ ეს მგონია საქართველოს მოსახლეობის რეალური სურვილი და ეს საქმე ბოლომდე სწორედ ჩვენმა გუნდმა უნდა მიიყვანოს. შემდეგ კი ავტომატურად დალაგდება სახელისუფლო შტოების როლები და ფუნქციები. დღეს გვყავს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის, მაგრამ ფაქტობრივად, უუფლებო პრეზიდენტი. თუ ვთანხმდებით პრინციპზე და გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, ამის მერე ვიფიქროთ პრეზიდენტის არჩევის წესზე, როლების განაწილებაზე და ა.შ. ხოლო მანამდე, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პარლამენტის ფუნქცია მხოლოდ კანონების წერა არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ხდება ქვეყნის განვითარების კონცეფციის შექმნა, მთავრობა უნდა ემსახურებოდეს მის აღსრულებას და ავტომატურად, შეიცვლება პრეზიდენტის როლი კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაში.

მარი ნამგალაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი