არქივი
კომენტარი


საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩევლის შეცდომაში შესაყვანად ააგორა _ მანანა კობახიძე
,,ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებთან დაკავშირებით არაჯანსაღი სპეკულაციები ატყდა. როგორც მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს თემა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელოვნურად ააგორა, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს და მეორე ტურებში ხმები მიიღოს.
,,რა თქმა უნდა, მთლიანად ვეთანხმები პრემიერის პოზიციას და ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მეორე ტურის მიზნებისთვის. ძირითად ოლქებში, მეორე ტურებში გასული პოლიტიკური პარტიებიდან პირველ ადგილზე ,,ქართული ოცნება“ არის და მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა და მათ სჭირდებათ თავისი კამპანიისთვის გარკვეული თემების ხელოვნურად წამოწევა და ეს თემა, რომ თითქოსდა საკონსტიტუციო უმრავლესობით ,,ქართული ოცნების“ მოსვლა რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, ზუსტად ხელოვნურად გახლავთ აგორებული, რომ ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში ამ თითქოსდა საფრთხის გამო, დააბნიონ და მიიღონ გარკვეული მხარდაჭერა.
სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გუშინ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55