უკან
სამართალი
27 სექტემბერი, 2016 15:25
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება
2 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი დაესწრება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემის გამართულად მუშაობა არის ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველი.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ ახალი მოსამართლეების დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.