უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აპრილი, 2017 16:20
font-size

საკონტიტუციო კომისიაში ოპოზიციური პარტიების ყოფნას აზრი არ ექნება - ნინო ბურჯანაძე

პარტია „ნინო ბირჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია ის საარჩევნო მოდელი, რომლის შენარჩუნებასა და შემოტანას „ქართული ოცნება“ ცდილობს.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა ინტერპარტიული ჯგუფის ის აქტივობები, რომლებიც ეხება ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო გარემოს შეცვლას.

„დღეს ეს ჯგუფი ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას წარუდგენს იმ წინადადებებს, რომელიც შეიმუშავა პრაქტიუკულად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. პრობლემა იმაშია, რომ ეს შემუშავებული დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება““,-განაცხადა პოლიტიკოსმა.

„საზოგადოებისთვის მიუღებელია, რომ ყველა გადაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატი, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ წაიღოს. მიუღებელია პოლიტიკური პარტიების განადგურების მიზნით საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. ასევე აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა ოპოზიციური პარტიისათვის პრეზიდენტის არჩევის ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის ინსტიტუტის არა დასუსტება, არამედ გაძლიერება არის საჭირო, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა აქვს სურვილი, რომ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესები ნორმალურად წარიმართოს. საზოგადოება სამართლიან საარჩევნო გარემოს ითხოვს და არა „ოცნებაზე“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მორგებულ კანონმდებლობას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მიდის არა დემოკრატიის, არამედ პირიქით ქვეყნის ავტორატარიზმისკენ. ამიტომ მე ვერ ვხედავ ჩვენი საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის აზრს. რადენადაც ვიცი ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიაც იგივე განწყობების მომხრეა.

„ჯერჯერობით ჩვენ კიდევ ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ გადმოდგმულ ნაბიჯებს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა საკონტიტუციო კომისიაში ოპოზიციური პარტიების ყოფნას აზრი არ ექნება, ასევე აზრს დაკარგავს ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მივდივართ არა დემოკრატიის არამედ ავტორიტარიზმისაკენ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მონიკა დავლიანიძე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი