უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2018 16:25
font-size

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება

ამჯერად ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო კამპანია დღეს ქალაქ ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობებს, სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და პრივილეგიებს, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ, სპეციალური საინფორმაციო ბროშურებისა და თავდაცვის სამინისტროს გაზეთების საშუალებით აცნობენ.

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ასევე 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს. ტელეფონი: 595 05 06 85, 595 05 06 73, ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge.

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

19 აგვისტო, 2018 , 10:44

6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19 აგვისტო, 2018 , 01:46

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ.-ში, სო

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18 აგვისტო, 2018 , 23:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ზოგიერთ ქუ

ე.წ ბერძნების სოფელში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

18 აგვისტო, 2018 , 16:50

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარებაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მერს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, 20 წლის წინ ისინი აჭარიდან ჩამოასახლეს და ე.წ ბერძნების სოფელში დაასახლეს, მათ აქვთ ეკომიგრანტის ს

სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს - მიხეილ ბატიაშვილი

18 აგვისტო, 2018 , 16:50

განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სახელმძღვანელოების გრიფირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს. მისი თქმით, ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება და ახლა საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს. &

მსოფლიო ბანკი იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში

18 აგვისტო, 2018 , 16:50

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონთან შეხვედრისას განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან