უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2016 18:00
font-size

საყოველთა ჯანდაცვის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 40 მილიონი ლარი ემატება.

შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.

,,2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს რაც შეეხება, ძირითადი მიზეზი არის რომ საყოველთაო ჯანდაცვის დამატებითი საჭიროება რაც არის, ის დავაფინანსოთ. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი, რომელიც ფინანსდება სხვადასხვა სამინისტროში წარმოქმნილი ეკონომიებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად. გამოთავისუფლებული ფული გადადის საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად’’, - აღნიშნა კაკაურიძემ.

თავის მხრივ, როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განმარტა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა დამატებითი ფინანსური მოთხოვნა.

“35 მილიონი მანამდე დაემატა, 40 მილიონი ახლა ემატება, პლიუს 15 მილიონი ჯანდაცვის სამინისტრომ სხვა პროგრამებიდან გადმოიტანა იმისათვის, რომ დაეკმაყოფილებინა ის 90 მილიონიანი დამატებით მოთხოვნა, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი. მაშინ ფინანსთა სამინისტროს წინადადება იყო, რომ ბიუჯეტის ეკონომიის და ხარჯეფექტიანობის ხარჯზე მოხდებოდა დამატება,“ - განაცხადა ზოიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა,  რომლითაც  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის სა

სტუ-ში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.  13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე ს

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერ