უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2019 17:10
font-size

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრი დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, მრავალფეროვან სამყაროში შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა. ეს არის ადამიანის უფლება, თუ პრივილეგია მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს მთავრობის ვალდებულებაა, თუ კეთილი ნება?! ეს არის ყველაზე ხარჯეფექტური გზა ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების დასაძლევად?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნის გამოცდილება. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 2013 წელს ჯანდაცვა გამოაცხადა მთავარ პრიორიტეტად და ამ დაბალშემოსავლიანმა ქვეყანამ აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რამდენადაც მათი თანადგომის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ გამოწვევის დაძლევას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით არსებობს არაერთი გამოწვევა, რომლებზეც მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ამ გამოწვევებს შორის ყველაზე აქტუალურია წვდომა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, სხვადასხვა სახის დაავადებების გართულებისა და თავიდან აცილების მიზნით.

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ საქართველოს ისეთი ამბიციური გამოწვევის განხორციელებაში, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, სამმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ესენია: პოლიტიკური ნება, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და კარგი პარტნიორობა.

„კითხვაზე, რა არის საყოველთაო ჯანდაცვა – ჩემი პასუხია, რომ ეს არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, არამედ ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წლევანდელი ასამბლეა საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა დევიზით -„არავინ დატოვო მიღმა“.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს