უკან

საზოგადოება

1 მაისი, 2017 11:45
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტებში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფებსა და დაფინანსების პირობებს ის შემდეგნაირად გამოიყურება: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, მიეცემათ არჩევნის საშუალება - ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.

ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.

ნინო ექვთიმიშვილი

ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე - გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი, 2019 , 22:49

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მიმართა. „საქართველოს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ აი

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

25 ივნისი, 2019 , 17:30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა. ღონისძიება „კონსალტინგისა და ა

ვთხოვთ ჩვენს მრევლს, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში - საპატრიარქო

25 ივნისი, 2019 , 17:15

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადე

მივმართავთ ხელისუფლებას, 20 ივნისს დაკავებულთა მიმართ გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა - საპატრიარქო

25 ივნისი, 2019 , 16:40

მივმართავთ ხელისუფლებას, 20 ივნისს დაკავებულთა მიმართ გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს

ჯასტინ მაქენზი კამპანია „ესტუმრე საქართველოს“ შეურთდა

25 ივნისი, 2019 , 16:40

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი კამპანია „ესტუმრე საქართველოს“ შეურთდა. ელჩმა მიკრობლოგ „თვითერზე“ ფოტოები გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია ი

სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ - პრეზიდენტის პრესსპიკერმა

25 ივნისი, 2019 , 16:05

სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებებისას, თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების თემა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწ