უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 17:35
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, 100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე მოქალაქეებს 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა; კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები.

„რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია მაგრამ, ეს ჯგუფი ქრონიკული დაავადების დაახლოებით ამბულატორიული პაციენტების საჭიროების 70%-ს ფარავს“,- განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი დღეს შევიდა ძალაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულიდან.

„დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ თვენახევარს საჭიროებს. ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული - მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშია წარმოებული, მათ უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი. ეს არის, ფაქტობრივად, გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები იქნება ხარისხიანი. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რაც არ არის ერთჯერადი აქცია. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ 1 ლარის ოდენობის გადასახადი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ

19 აპრილი, 2019 , 15:40

მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს

19 აპრილი, 2019 , 15:40

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭ

თსუ-ში ხვალ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

19 აპრილი, 2019 , 15:05

20 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ საზოგადოებას წარუდგენს კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებულ მოსწა

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს

19 აპრილი, 2019 , 13:30

აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბ

მარტში ავსტრიაში საქართველოს 105 მოქალაქე არ შეუშვეს

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ავსტრიაში საქართველოს 1650 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 105 ქვეყანაში არ შეუშვეს. საქართველოს მოქალაქეთა არშეშვების სტატისტიკით, ავსტრიის მაჩვენ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019