უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2023 12:57
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ეს არის შედეგი, რითიც ათიათასობით ადამიანი გადარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და ესაა შედეგი, რითიც ათასობით ადამიანი გადარჩა და ათიათასობით. რომ ყოფილიყო ისევ ეს მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი ქვეყანაში, ძალიან ბევრი, ათიათასობით ადამიანი, უბრალოდ, ვერ შეძლებდა მკურნალობას და ამდენი, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ესაა რეალობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხებიდან თითქმის 6.8 მლრდ ლარი.

„ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს. მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში – 6 მლრდ 800 მლნ ლარი, და 200 მლნ წავიდა სახელმწიფო კლინიკებში.

ამით, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი, ძალიან განვითარდა ბოლო ათ წელიწადში. ესაა ჩვენი ხელწერა. ანუ, რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს, არის როგორც დღე და ღამე. მანამდე გახსოვთ, რომ სახელმწიფო, რეალურად, ადამიანებს, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებას მართებდა, ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ჰყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარად, რომ იტყვიან. ჩვენ ყველა ეს მიდგომა შევცვალეთ და სახეზე გვაქვს ძალიან მაგარი შედეგი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა

9 ივნისი, 2023 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი

9 ივნისი, 2023 , 17:05

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელი

გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა - ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

9 ივნისი, 2023 , 15:56

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია  ​ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.  მომხდარის შესახებ სოციალურ

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

9 ივნისი, 2023 , 14:58

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 13.7%-ით ნაკლებია

9 ივნისი, 2023 , 14:13

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე&

საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

9 ივნისი, 2023 , 13:12

სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი