უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ივნისი, 2019 15:40
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა - მამუკა ბახტაძე

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ჯანდაცვის სტანდარტი წლიდან წლამდე იმატებს და მოქალაქეების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად იზრდება.

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. მინდა განსაკუთრებით გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ, როგორც ქვეყანას გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის დამარცხებას შეძლებს. დავით სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში და მე მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ, ახალ სამთავრობო პროგრამაში წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გვაქვს დასახული რეფორმების ახალ ფაზაში, რომელსაც ამ სისტემაში განვახორციელებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო სერვისების გაციფრულება და ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდის მნიშვნელობა.

„ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან და ბიუჯეტიდან იზრდება ინვესტიციები, დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იღებს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ამისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში და ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რათა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს არ ჰქონდეთ მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა. ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ. ეს არის ამავდროულად სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების მშენებლობაზე. მისი თქმით, დევნილებისთვის ბინების შესაძენად 2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

„აქედან გამომდინარე, ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხი და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. მე ხაზი მინდა გავუსვა შრომით უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, მოგვცა უმძიმესი შედეგები, რომელსაც დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების საკითხების განმტკიცება და გაძლიერება რჩება სამინისტროს პრიორტეტებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

19 ოქტომბერი, 2019 , 19:03

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაური დეპუტატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლოებ

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:17

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი