უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2016 17:50
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები იგეგმება

საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებები იგეგმება. საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განმარტა.

მისი განცხადებით, ხარჯების ოპტიმიზაცია კერძო დაზღვევის მქონე პირებისა და შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე მოხდება, დაზოგილი ფულადი სახსრები ღარიბი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაფართოებას მოხმარდება.

„რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს. საყოველთაოში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს საყოველთაო დაზღვევის მხრიდან და კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები უნდა იღებდნენ სერვისებს უკვე ამ კომპანიების მხრიდან. როდესაც ისინი პაკეტს იძენენ, იქ არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გადაუდებელი შემთხვევაა, უნდა გაუშვან საყოველთაოში და დანარჩენს დააფინანსებენ. ეს გამიჯვნა აუცილებლად მოხდება,“ - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

განმარტებები გააკეთა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საყოველთაო დაზღვევა კატეგორიებად დაიყოფა და ის შეძლებულ ფენას არ შეეხება.

„მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გარკვეულზე მეტი შემოსავლები, ექნებათ მხოლოდ კერძო დაზღვევა. გარკვეული ფენის მოქალაქეებს, რომლებიც არც ძალიან ღარიბები არიან და არც ძალიან შეძლებული, მათ დასჭირდებათ მაინც შემავსებელი კერძო დაზღვევა. ექნებათ შედარებით შემცირებული საყოველთაო დაზღვევის პაკეტი და იმავდროულად, გაფართოებული სადაზღვევო პაკეტი ექნებათ მედიკამენტებით ჩვენს ყველაზე მეტად მოწყვლად ფენებს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

თანამდებობიდან ჩემი წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ გეგმებს - ირაკლი ლექვინაძე

11 ნოემბერი, 2019 , 16:34

ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ლექვინაძე ამბობს, რომ მისი წასვლა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს. „მეგობრებო,

კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წელს, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციაში წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტა გამოუშვა, რომელზეც, საქართველოსა და ევროსაბჭოს სიმბოლიკასთან ე

იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. მათივე ცნობით, საერ

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინ

„„გაერთიანებულ ოპოზიციის“ სამი წარმომადგენელი ობსტრუქციის მოწყობას შეეცადა - „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გოგი წულაია, ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა. კალ