უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 მაისი, 2019 10:15
font-size

საკრებულოს არჩევნებში, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 8-ვე ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში ჩატარდა, სადაც ცესკოს ამ დროისთვის ყველა უბნის მონაცემები აქვს დათვლილი.

უფრო კონკრეტულად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. ეს რაოდენობრივად 244 ხმაა. მეორე ადგილს 26,71%-ით იკავებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე. მან 90 ხმა მიიღო.

ახმეტის საარჩევნო ოლქში 2 უბნიდან 2-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო (577 ხმა).

ადიგენში მხოლოდ 1 უბანი იყო გახსნილი, რომლის მონაცემების დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ზესტაფონში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 2 უბანი იყო გახსნილი და ორივეს შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გაგა ლაბაძეს კი - 29,84 %-მა.

ჭიათურის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი - თეიმურაზ ჭუმბურიძე - 46,82 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილიკო ჩიკვილაძე - 27 %. აღნიშნულ ოლქში 7 უბანი იყო გახსნილი და დათვლილია ყველა მათგანის შედეგები.

ტყიბულში, 4 უბნიდან 4-ვეს მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ლომიძეს კი - 28,68 %.

წყალტუბოში საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, 4-დან 4 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე - 78,41 %, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე - 19,72 %.

ოზურგეთში 5 უბნიდან 5-ვეს მონაცემების დათვლის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე კი 15,85 %-იანი მხარდაჭერით “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილია.

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

25 ივნისი, 2019 , 12:35

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. „დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უ

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

25 ივნისი, 2019 , 12:24

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება - ლევან იზორია

25 ივნისი, 2019 , 11:55

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ე

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

25 ივნისი, 2019 , 00:11

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე - დავით ბერძენიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:38

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: „რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ე

ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:00

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილი