უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 15:55
font-size

საკრებულოს დღევანდელი სხდომა უკანონოდ იხურება, რადგან კანონით გათვალისწინებულ მიზნებს არ ემსახურება - „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ თბილისის საკრებულოში 16 საათზე დანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სხდომა უკანონოდ იხურება, რადგან განსახილველი საკითხი არ უკავშირდება პერსონალურ მონაცემებს, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ თქმით, ეს გარემოება საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბათილობის საფიუძველს იძლევა.

„კანონმდებლობის მიხედვით, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სხდომის დახურვა ემსახურება პერსონალურ მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის დასაიდუმლოებას.

კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.

საკრებულოს თავჯდომარის განცხადება, პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხდომის დახურვის მოტივი, კანონით გათვალისწინებულ მიზნებს არ ემსახურება, შესაბამისად, სხდომა იხურება უკანონოდ, რაც ნებისმიერი მასზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია“, წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებსა და მედიას დაუშვებენ. დღეს უნდა იმსჯელონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიების გადაცემაზე.

ანა მებურიშვილი

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

21 იანვარი, 2020 , 17:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს – ტოივო

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონი

საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქ

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება. მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`