უახლესი ამბები
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
- 27.01.2021 16:35იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
არქივი
კომენტარი

საკრებულოს ჯამბაზმა ხაბეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სეზონი გახსნა - ირაკლი ზარქუა
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, გარკვეული ადგილების საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსების შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განმარტება გააკეთა. მან ლევან ხაბეიშვილს ჯამბაზი და მასხარა უწოდა და აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საპილოტე პროექტია, სადაც მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული მიდგომები აქვს.
„ამ პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სანაგვე ურნები უნდა დამონტაჟდეს, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიების, მწვანე ეკონომიკის ნაწილი. ბუნებრივია, სანამ ჩვენ ამ მიწისქვეშა ურნებს დავაკომპლექტებთ, რომლებიც უკვე შეკვეთილია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით, ეს ადგილები საბურავებით და ქვიშის ტომრებით ამოვსებულიყო. ეს არის დროებითი ღონისძიება, მაგრამ საკრებულოს ჯამბაზმა ხაბეიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე ახალი სეზონი გახსნა. ის ცდილობს ყურადღება მიიქციოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება მიწისქვეშა ურნებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე, 90 თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ურნა დამონტაჟდება.
„მინდა, განვაცხადო, რომ ასეთი ურნები მხოლოდ ჭავჭავაძეზე არ იქნება. ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება სეპარირების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. მიწისქვეშა ურნების დამონტაჟება ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
27 იანვარი, 2021 , 17:40
ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
27 იანვარი, 2021 , 16:35

თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
27 იანვარი, 2021 , 16:35

21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის შეცვლა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი - მაია ცქიტიშვილი
27 იანვარი, 2021 , 16:35

იაგო ხვიჩია რომ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე მეტყველებს – გოგა ხაინდრავა
26 იანვარი, 2021 , 16:16

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10