უკან

კომენტარი

10 ოქტომბერი, 2017 12:20
font-size

საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან - გიორგი ალიბეგაშვილი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გახლავთ ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს დედაქალაქის განვითარებაზე.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილები არიან, რათა ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომის ჩაშლის მცდელობამ და მერიაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართალდამცავების შეურაცხყოფა და ამასთან ინფრასტრუქტურის დაზიანება.

აქედან გამომდინარე თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამაშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს, გარდა ამისა, ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც წარმოდგენილი იქნებით, ჩვენი თხოვნა იქნება, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ“,-აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

კითხვას, მიეცემათ თუ არა პარლამენტის დეპუტატებს სხდომაზე დასწრების საშუალება, ალიბეგაშვილი პასუხობს, რომ მათ არაერთხელ გააჟღერეს და დააანონსეს, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა, რის საშუალებასაც არავის მისცემენ.

მონიკა დავლიანიძე

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება - ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი, 2020 , 16:15

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრა

მედიკოსი კორონავირუსით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა - პრემიერი

30 მარტი, 2020 , 18:35

მედიკოსის კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა, - გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გახარიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით ერთი მედიკოსია კორონავირუსის

იმის თქმა, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება, არის კლასიკური დემაგოგია - თენგიზ ცერცვაძე

30 მარტი, 2020 , 10:45

ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა, – ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, თითქოს საქართველოში ახალი

საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს - პაატა იმნაძე

28 მარტი, 2020 , 15:25

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ძ

ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს - ქეთევან ციხელაშვილი

27 მარტი, 2020 , 11:16

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშო სახელმწიფო მ