უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2019 14:30
font-size

საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღოეთ დაპირება, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ -ალეკო ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ.

როგორც ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

„საკრებულოში შევხვდი თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. შევთანხმდით, რომ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ერეკლე კუხინიძის საკითხთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებენ. ვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თბილისის საკრებულო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობა” და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის გამო ითხოვდნენ. ამ დროისთვის აქცია უკვე დასრულებულია.

კერძოდ, ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

1TV.GE

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი