უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2018 16:45
font-size

საკრებულოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაში საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ასევე აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ის შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათი აზრით მერიის შესაბამის პროგრამაში უნდა აისახოს, რათა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის მიწოდებული სერვისი უფრო ფართო და ხარისხიანი იყოს. როგორც შეხვედრის შეჯამებისას გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები გაგრძელდება. მათგან მიღებული ინიციატივები და რეკომენდაციები შეჯამდება და შემდეგ მოხდება ამ შენიშვნების მერიის პროგრამაში ასახვა, რათა მუნიციპალიტეტის მიერ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული პროგრამა მათ საჭიროებებზე მეტად მორგებული იყოს.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური მომსახურების სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი