უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
საზოგადოება
საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიში მოისმინეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში პრეზენტაციის სახით წარადგინა თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის - ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ. მან საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი ცვლილებების, საცხოვრებელი ზონის სახეობების ბალანსის, ასევე თბილისის საინჟინრო-გეოლოგიური და განაშენებული ტერიტორიების განვითარებითი პოტენციალისა და სხვა საკითხების თაობაზე.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად უძღვებოდა. პრეზენტაცია, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა - დეპუტატებმა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის, ლანდშაფტის ზონებისა და გარემოსდაცვისა და ურბანული ოპტიმიზაციის საკითხებზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების, საფეხმავლო არეალებისა და პარკირების რეგულირების ზონების შესახებაც იმსჯელეს.
მარი ნამგალაძე