უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს? ფარცხალაძეს, ჩხარტიშვილს, საბანკო მაფიას რამეს უზამს? ხრიკები დაგიძველდა, ბორის! - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ბიძინამ, აქამდე კი გატყუებდითო, მაგრამ ეხლა ძალიან მჭირდება, რომ დამიჯეროთო...

ივანიშვილს დღეს ისეთი სახე ჰქონდა,ქურდს ფაქტზე რომ წაასწრებენ და იხვეწება ამ ერთხელ მაპატიეთო...თან კარგად მოვიქცევიო, თან კრიმინალური "ავტორიტეტები" მთელს ქვეყანაში ხალხს დაატერორებენ და ამაზე თვალი დახუჭეთო...

ხრიკები დაგიძველდა, ბორის!“, - წერია სააკაშვილის ფეისბუკპოსტში, რომელიც მიბმულია ვიდეომიმართვას.

მისი თქმით, ივანიშვილი თავისი დაპირების მიუხედავად, ერთ წელიწადში არ აპირებს არაფრის გაკეთებას.

„ამის გამოსწორება არ შეიძლება, ამ კაცმა ბოლო 2 წელიწადში თქვენ ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება კი არა, თავის ქურდ დეიდაშვილ უჩას დაიჭერს? საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს? ფარცხალაძეს რამეს უზამს? ჩხარტიშვილს რამეს უზამს? საბანკო მაფიას - ხაზარაძესა და ვიღაცებს რამეს უზამს? რა თქმა უნდა, არაფერს. ის ისევ მოგადგებათ თქვენ. ახლა თუ გაუშვით, მას არა მხოლოდ არაფრის შესრულება არ უნდა, მას აქვს ძალიან მზაკვრული გეგმები, ძალიან საშიში ქართველი ერის მომავალთან და თითოეულ თქვენგანთან დაკავშირებით. ახლა ისაა, როგორც არასდროს, სუსტი, ჩოქბჯენში, და არ უნდა მივცეთ იქიდან წამოდგომის საშუალება“, -განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი