უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2020 15:10
font-size

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს.

ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკუთარ მარცხში დარწმუნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ახლა კორონაპანდემია საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. უკანასკნელ დღეებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში ახალ დადგენილებებს იღებს, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ქმნის პირობებს, რომელიც სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რათა საპარლამენტო არჩევნები კომფორტულად გააყალბოს, დაწეროს შედეგები, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაკვეთილი და წაართვას ქართველ ხალხს უფლება, ჰქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

გვსურს, საზოგადოება ამ გეგმების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ და მინდა, დღეს „ქართული ოცნებისა“ და ქალბატონ თამარ ჟვანიას გასაგონად განვაცხადო – იმისთვის, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ლეგიტიმურობის პრეტენზია, როგორც ჩვენი საზოგადოების ასევე საერთაშოროსო თანამეგობრობის თვალში, უმნიშვნელოვანესია, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, იყოს მიღებული ერთადერთი მიზნით, რომ უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება და არჩევნების შედეგად მიღებული ხელისუფლების უფლებების დაცვა. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩავაყენებთ საქმის კურსში.

მინდა, მივმართო თამარ ჟვანიას, ჩვენ მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას, რათა ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, თუ გასული დღეების განმავლობაში როგორ იქნა მიღებული თქვენი უწყების მიერ გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურად არის დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს - ვოლოდიმირ ზელენსკი

17 მაისი, 2021 , 21:02

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საქარტველოს საგარეო უწყების პრესამსახურის ინფ

`ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო

17 მაისი, 2021 , 09:25

,,ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“,

ლევან ვასაძე პრეზიდენტს: რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, ხომ არ ჯობია, გადადგეთ

16 მაისი, 2021 , 16:49

ხელშეკრულება, რასაც ახლა მოეწერა ხელი, შარლ მიშელის თუ დანიელსონის დოკუმენტი, არის აბსოლუტური კატასტროფა და შეხედეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოაწერა მას ხელი, – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობის – &bdq

ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად კიევში გაემგზავრა

16 მაისი, 2021 , 16:18

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერ

“ცესკოში ძლიერდება გიორგი ჯავახიშვილის კლანი” - პოლიტიკური მოძრაობა “დროა”

15 მაისი, 2021 , 14:52

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოძრაობა მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის პროცესი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდ

უკვე მერამდენედ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოაწერონ ხელი შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში - მარინა კალიურანდი

14 მაისი, 2021 , 22:21

ნიკა მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია, რომ მმართველი პარტია ასრულებს დანაპირებს და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა