უკან
პოლიტიკა
18 დეკემბერი, 2018 12:10
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ფეხით მივიდა.
მას ადგილზე ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია და მომავალი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დახვდა.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციას დაათვალიერებს. ის სამუშაო კაბინეტს და სარემონტო სამუშაოებსაც მოინახულებს.
არსებული ინფორმაციით, სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბიშვილი შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში იმუშავებს.
ამ დრომდე უცნობია პრეზიდენტის გუნდის შემადგენლობაც.
როგორც გუშინ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილი კვირის ბოლომდე დაასახელებს.