უკან

პოლიტიკა

24 ოქტომბერი, 2016 18:25
font-size

სალომე ზურაბიშვილი აუდიტის სამსახურს შემომწირველებთან დაკავშირებით არასრული ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია აუდიტის სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

როგორც მათ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აუდიტის სამსახურმა მედიას ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის შემომწირველებთან დაკავშირებით არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კადრებით, რომლებიც ამ პარტიის ინტერესებს ატარებენ.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის დაკომპლექტებული ნაციონალური მოძრაობის დროს დანიშნული პირებით, რომლებიც დღემდე, სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებით ემსახურებიან ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. სხვა დასკვნის გაკეთება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე არ რჩება,’’ - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურმა საარჩევნო შტაბის ანგარიშის შესახებ ,,ნაწილობრივი, ამოგლეჯილი ციფრები’’ გამოაქვეყნა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ აუდიტის სამსახური ცდილობს, რომ მეორე ტურში მთაწმინდაზე მისმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკა რურუამ გაიმარჯვოს.

,,როცა დამთავრდება არჩევნები ამას და ყველა ანგარიშს უფრო დაწვრილებით ჩავაბარებ ჩემ ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, რომლებმაც შემოიტანეს, გინდაც 3 ლარი, გინდაც 10 ათასი. მე ვთვლი, რომ ეს არის ვალდებულება’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა

7 დეკემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია. მინისტრები ად

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

6 დეკემბერი, 2019 , 17:20

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკო

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი

6 დეკემბერი, 2019 , 14:06

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`