უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 იანვარი, 2019 11:15
font-size

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო

სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

„ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაჩვეულებრივი მოკავშირეა. ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია ჩვენთვის. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს შავ ზღვაში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო-საქართველოს კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ეს არის საქართველოსი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები – ევროკავშირი და ნატო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, „ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია“.

„უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება. აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო-სთან ერთად, რომ შავმა ზღვამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი დანიშნულება, რომ იყოს ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს