უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
- 02.03.2021 16:00ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
- 02.03.2021 16:00ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
- 02.03.2021 14:55ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
- 02.03.2021 14:55ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უსაფრთხო კომუნიკაციები, სამხედრო წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაფართოება და სიტუაციური ცნობიერება ნატო-საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე მთავარი პრიორიტეტია.
გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს „ჩვენ საერთო მიზანთან, ნატოს წევრობასთან“ ქვეყნის დასაახლოებლად „გადამწყვეტი“ ფაქტორია.
„ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ქმედუნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი, როგორც სამხედრო, ისე დაზვერვის სამსახურებზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ალიანსების აღდგენის თაობაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დაპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, „ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ტრანსატლანტიკურ კავშირებს და საქართველო ამ ტრანსატლანტიკური კავშირების ნაწილია“.
გენერალურმა მდივანმა სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ამ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს.
„ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ დაიცვას საერთაშორისო სამართალი და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი ენერგია, მეტი მოქმედება, მეტი მიზანმიმართულობაა“ საჭირო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, რაც ნათლად გამოჩნდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მზადყოფნაში, რომ ნატოსთან კავშირები განამტკიცოს და ასევე „ძალების ახალ კონფიგურაციაში“ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში.
მან დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „მეტი სჭირდება“. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს 2030 წლის ანგარიშის რეკომენდაციები შესრულდება.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კოვიდ-19, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და მიმდინარე კონფლიქტები ის გამოწვევებია, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო.
„მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე კონფლიქტისა, მიუხედავად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტისა, მიუხედავად მზარდი პროვოკაციებისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევისა, საქართველომ მოახერხა სტაბილურობის შენარჩენა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემოც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„დროა, რომ ალიანსმა მეტი სოლიდარობა და მეტი გაბედულობა გამოიჩინოს“, – დასძინა მან.
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდის საკითხს განიხილავს, როგორც ამის თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00

წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია - გიგი უგულავა
2 მარტი, 2021 , 14:55

გუშინდელ შეხვედრაზე არ თქმულა, რომ პროტესტი არ გაგრძელდება, პროტესტის გარდა ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის - რომან გოცირიძე
2 მარტი, 2021 , 14:55

ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მარტი, 2021 , 14:55