უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

17 ივნისი, 2019 16:30
font-size

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:

"ამოვედი სოფელ გრემისხევში. სულთმოფენობის მეორე დღეს აქ თიჯრობის დღესასწაულია, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველებსა და ოსებს, ქრისტიანებს. აქ ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, მაგრამ დღეს, ზევით ხატში, საოკუპაციო ხაზის გამო ვერ ადის სოფლის მოსახლეობა...

საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია!

არავის აქვს უფლება დაარღვიოს ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრების ძველებური ტრადიცია. ამიტომ ამოვედი აქ და მგონია, რომ მისახედია ეს ადგილი. მისახედია იმით, რომ უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს, რომ ეს ხაზი ხელოვნურია.

12 კილომეტრი აკლია ამ გზას... უნდა არსებობდეს აქ ამოსასვლელი გზა და ეს სოფელი არ უნდა იყოს გარიყული.

ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნების გამო

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქ

მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება - ევროკავშირი

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება. ევროკა

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

8 ნოემბერი, 2019 , 15:45

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 28 წლის ზაქარია

გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

7 ნოემბერი, 2019 , 16:51

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნ

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აი

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული გ