უკან
პოლიტიკა
22 აგვისტო, 2019 16:38
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო.
ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები დღეს ვალდას ადამკუსის სახელობის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი იქნება.