უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
3 დეკემბერი, 2018 17:35
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა. მას მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ლაშა ჟვანიასთან ერთად მივიდა, რომელიც როგორც ცნობილია, მისი ადმინისტრაციის უფროსი იქნება.
ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები ერთმანეთს ადმინისტრაციის გადაბარების თემაზე სასაუბროდ ხვდებიან.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.