უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2020 19:30
font-size

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და კადეტებს შეხვდა.

კადეტებმა პრეზიდენტთან ერთად 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და იუნკერებისა და საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის შესახებ არსებული მოგონებები ლიტერატურული კომპოზიციის სახით გააცოცხლეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კოჯრის ბრძოლებში მონაწილე 18 წლის ახალგაზრდა მოხალისე გივი ღამბაშიძე და გენერალი კვინიტაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია.

"არ არსებობს ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა!" - ამბობდა გენერალი კვინიტაძე. 25 თებერვალი არის ტრაგიზმიც და იმედიც. იმედი, რომელიც დაგვიტოვეს იუნკერებმა თავიანთი ბრძოლითა და გამძლეობით. მათ ძალიან უსამართლო და უთანასწორო პირობებში შეძლეს და გაუმკლავდნენ მტერს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე დგას და რომელსაც დღეს კიდევ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი უკავია. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო აღედგინა დამოუკიდებლობა. თავის დროზე მთავრობამ არ მოაწერა ხელი კაპიტულაციას, არ დათმო და ეს არდათმობა გაგრძელდა აჯანყებებში, საზღვარგარეთ ჩვენი იუნკერების მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის ბრძოლაში, მაგრამ ის ბრძოლა, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ: პოლონეთში, საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში მათთვის საქართველოსთვის ბრძოლას წარმოადგენდა. არავინ დათმო, არავინ შეეგუა და ამან მოიტანა ის, რომ 1991 წელს აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, რაზეც ვდგავართ დღეს და ვიდგებით ძალიან დიდხანს. თქვენ ამისი ნათელ მაგალითს წარმოადგენთ. ახლა მოვდივარ გორიდან, თავდაცვის აკადემიიდან. თქვენც და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც, საზოგადოებასთან ერთად, ამ ქვეყნის ხერხემალს წარმოადგენთ. მაგრამ თქვენი მაგალითი, შემართება, ღრმა მოტივაცია და ქართული სახელმწიფოებრიობის თქვენეული გაგება თქვენგან უნდა ვრცელდებოდეს მთლიან საზოგადოებაზე. სწორედ ასეთ შემთხვევაშია ძლიერი ქვეყანა, მაშინ შეუძლია იყოს გაერთიანებული იმ ძირითადზე რასაც ქვეყნის მიზანი, ორიენტაცია და ქვეყნის გაერთიანება ჰქვია. ჩვენ ისე უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, რომ ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ ვერ გაბედოს კითხვის დასმა. ეს ის მთავარი ძალაა, რომელზეც ჩვენ ვდგავარ",-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ ამდენი ომების, ბრძოლისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, შეძლო ის, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია, "მისი ევროატლანტიკური გზა შეუქცევადია და ეს რომ იციან ჩვენმა მტერმა, იმიტომ არიან გაავებულნი."

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა წარჩინებულ კადეტებს: ეთერ ბახტურიძეს, ლაშა აბულაძეს, ანა-მარია ქებაძეს საქართველოს პრეზიდენტის გრავირებული ხელმოწერის კალამი უსახსოვრა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი