უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ოქტომბერი, 2019 16:30
font-size

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაერო-ს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში იმ მრავალფეროვანი პროგრამებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა როგორც რეგიონული განვითარების, ასევე უნივერსალური ჯანდაცვის, თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მიმართულებების განვითარების კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ისაუბრა ასევე, ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და აღნიშნა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიო საზოგადოების პარტნიორი და კონტრიბუტორი გახდეს.

„სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წელს გაერო-ში გამართულ სამიტზე მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველომ, გააზრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა პრეზიდენტს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაერო-ს კვირეული დღეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღით დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდება. წელს გაეროს დღის თემა - „გლობალური მიზნების თაობა“ კლიმატის სამიტს ეხმიანება, რომელიც სექტემბერში გაერო-ს შტაბბინაში ჩატარდა.

გაერო-ს დღის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძოდ: საჯარო ლექციები, გარემოსდაცვითი ღონისძიება ქუთაისში, შეხვედრები ახალგაზრდებთან, თანასწორობის ბიბლიოთეკისა და გამოფენის გახსნა უშგულში.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე