უკან

პოლიტიკა

24 მაისი, 2019 15:35
font-size

სალომე ზურაბიშვილი ვან ის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-თან და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს პარტნიორია და მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოს როლს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ყველა მოლაპარაკებაზე, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულები. ასევე, უნდა ისარგებლონ ყველა დონის შეხვედრებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობა გაიმართოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

ასევე, საქართველოს პარტნიორებმა, მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულება.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის ფორმატში „16+1“ მონაწილეობით – დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღებით. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფორმატში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი