უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
არქივი
საზოგადოება
28 დეკემბერი, 2018 14:40
სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.