უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

სალომე ზურაბიშვილის გარკვეული განცხადებები 2008 წლის ომზე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ , ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას თქვა, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსულტაციები ზურაბიშვილთან.

კობახიძის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

„იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან, მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც.

კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი, კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი, რა დავარქვა, ქმედებები“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ხოლო საქართველო პროვოკაციას წამოეგო. აქამდე ის საქართველოს ადანაშაულებდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. მისივე მტკიცებით, ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალში თავისი მოსახლეობა.

გიორგი გახარია - აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, საინტერესო ცხოვრება გველოდება, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა

29 იანვარი, 2020 , 17:50

აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც და საერთოდ საინტერესო ცხოვრება გველოდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინის

გიორგი გახარია რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

29 იანვარი, 2020 , 17:45

თუ საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მაშინ პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და სხვა გამოსავალს ვპოულობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

გიორგი ვაშაძემ „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა

29 იანვარი, 2020 , 15:20

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლში „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა. აღნიშნული ცენტრი საზოგადოებას ონკოლოგიური დაავადების შესახებ ინფორმაციას მი

მამუკა მდინარაძე და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

29 იანვარი, 2020 , 15:20

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარეძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბოკუჩავა მდინარაძეს მოუწოდებს, საშვი დაუშვას მალხაზ მაჩალიკაშვილზ

კახა კუკავა: ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის შეარჩია თავის რიგებში ყველაზე ცინიკოსები და უტაქტოები - წულუკიანი და ვოლსკი

29 იანვარი, 2020 , 11:30

ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა, - ამის შე

მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ზურგს უკან კონგრესმენი პიტ ოლსონი

29 იანვარი, 2020 , 11:30

კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`