უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2018 09:00
font-size

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურის მეშვეობით ცდილობს, მიაღწიოს საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაზიარებულ ვიდეოს დაურთო, რომელშიც რუსული მედია ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

„ამ ქალის დასახელებით ივანიშვილი ორი კურდღლის დაჭერას ლამობს-ერთის მხრივ, ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს, და, ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს ,რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე წელიწადზე მეტია?

ამის მიზეზი ისაა, რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით.

ამიტომ ის იმალება საქართველოში, რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად.

ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს.

ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს!“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი