უკან

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

სალომე ზურაბიშვილიც დაიწყებს, რასაკვირველია, შეხვედრებს... მე ვერც გრიგოლ ვაშაძის სიარულს ვერ ვხედავ - გია ვოლსკი

„მე ვერც გრიგოლ ვაშაძის სიარულს ვერ ვხედავ“, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ აღარ ჩნდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიასთან და რატომ არ ხვდება ის ამომრჩეველს.

ვოლსკიმ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი დაიწყებს ამომრჩეველთან შეხვედრებს.

„მე ვერც მისი კონკურენტის სიარულს ვერ ვხედავ. მისი კონკურენტის არაორაზროვანი განცხადება იყო გავრცელებული იმის თაობაზე, რომ არავითარი კონსტიტუცია მას არ აინტერესებს და არცერთი კითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგოლ ვაშაძე დაპირისპირების ორგანიზებას აპირებს, რამაც მისი აზრით, უნდა შეცვალოს ხელისუფლება. ეს არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების აბსოლუტური გაუთვალისწინებლობით გაცხადებული. ვფიქრობ, რომ ეს საყურადღებოა. არ მახსოვს გრიგოლ ვაშაძეს ბოლო პერიოდში სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონოდეს თუ არა ასეთი როყიო განცხადებები.

სალომე ზურაბიშვილიც დაიწყებს, რასაკვირველია, შეხვედრებს, ჩამოყალიბდება. ჩვენთან ერთად კონსულტაციებს გადის საარჩევნო სისტემაში ჩართულ აქტივისტებთან და საკვანძო ფიგურებთან ერთად“, -განაცხადა ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა

18 აპრილი, 2024 , 12:41

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი