უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2020 15:10
font-size

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა.

მან სამხედროებს სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა თქვენთან ერთად. დღეს თქვენი გაცილება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი პატივია, რამეთუ თქვენ იქ ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ, თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

ის შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტნიორებისგან, ნატოელი პარტნიორებისგან არის დიდწილად თქვენი დამსახურება, თქვენი რეპუტაციის, ჩვენი ძველი ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, პანდემიის გამოწვევის წინაშე და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში, თქვენს ოჯახებში. მინდა, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა. ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

16 იანვარი, 2021 , 15:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. პარ

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს. „აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფ

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დ

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

15 იანვარი, 2021 , 19:59

ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნ

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

15 იანვარი, 2021 , 19:35

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური