უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აბრიდან სიტყვა `საქართველო~ ამოშლილია 02.05.2012 17:20

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შესასვლელთან არსებული აბრიდან, სადაც მონასტრის ისტორიის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, სიტყვა `საქართველო~ ამოშლილია. ზურაბიშვილი ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, საკუთარ გვერდზე აკეთებს.

“ახლა ვინახულე ჯვრის მონასტერი 2004 წლის მერე! ჯვრის მონასტერზე ხელისუფლების "აქტიურობამ" დიდი შედეგი მოიტანა! შესასველში არსებული პლაკატიდან, სადაც მონასტრის ისტორიაა აღწერილი, საერთოდ ქართული და საქართველო სიტყვები ამოიშალა... საერთოდ ამოგვშალეს! ხომ არ გაგონებთ ესოდენ სხვა ჩვენ "გამარჯვებას" ომში და ტერიტორიების დაბრუნებას... აქაც ვაბრუნებთო და საერთოდ ანადგურებენ! ერთადერთი ცხედრების დაბრუნება იციან... ახლა მიადგნენ მიხაკო წერეთელს, უკვე ერთხელ გადმოსვენებული შვეიცარიიდან პარიზში ... რას ერჩიან? ალბათ, სხვა ვერ მოიფიქრეს თავიანთ პატრიოტიზმში რომ დაგვაჯერონ..”, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.