უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ნინო კალანდაძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს 14.05.2012 19:02

საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის მიერ დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ტყუილია.

“ნინო კალანდაძე რომ გვიცხადებს, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი არ იყო საქართველოს საზღვრებშიო, ეს ტყუილია. ჩემი მინისტრობის გამოცდილებიდან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა: ორი მონაკვეთი დაუდგენელი იყო - დავით გარეჯა და წითელი ხიდი და პრეზიდენტების დონეზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი.... Eეს იყო ჩემი წინადადება მეტადრე, რომ ჩვენ არაერთი არგუმენტი გვქონდა საჩვენოდ. სამწუხარო და სამარცხვინო, როცა მინისტრის მოადგილემ არ იცის განსხვავება საზღვრის დაუდგენელ მონაკვეთსა და "ჩვენ საზღვრებში არ შემავალ ტერიტორიას შორის”, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის: დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, აზერბაიჯანის ტერიტორიას განეკუთვნება.