უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 იანვარი, 2017 13:50
font-size

სამამულო წარმოების გაძლიერება წაადგება ჩვენი ეროვნული ვალუტის გაძლიერების პროცესს - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენ საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტიანად თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილა პროგრამასთან - ,,აწარმოე საქართველოში’’ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

,,იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, რეალურად არის პასუხი მრავალ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას წინ უდგას. ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენ საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტიანად თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

სამამულო წარმოების გაძლიერება წაადგება იმ მნიშვნელოვან პროცესსაც ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ყოველივე ეს ჩემი აზრით, არის ზეპარტიული ინიციატივა. რა თქმა უნდა, მთავარი თემა აქ უკავშირდება ხელისუფლებას, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ეს არის ის გამოწვევა, რომელიც არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველა ჯგუფის, ფენის თუ პოლიტიკური შეხედულებების ადამიანისთვის და ბუნებრივია, რომ ამაში აქტიური მონაწილეობა მთლიანად ქვეყანას წაადგება’’, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 09:00

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.10 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,011 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`