უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2017 17:25
font-size

სამართალდამცავმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ გუშინდელ აქციებზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე - ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართულ „რუსული ფაშიზმის წინაარმდეგ“ მსვლელობასა და მის კონტრაქციაზე უსაფრთხოების დაცვის ნორმები შეაფასა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პოლიციელებმა უზრუნველყვეს მსვლელობის მონაწილეებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა, თუმცა ვერ აღკვეთეს კონტრაქციის მხრიდან სხვადასხვა სახის საგნების სროლა, რამაც გამოიწვია მსვლელობის რამდენიმე მონაწილის დაშავება.

ამის გამო სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ ის კანონდარღვევები, რომლებიც აქციის დროს დაფიქსირდა.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა 2017 წლის 23 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს. კერძოდ, პარტია ევროპულმა საქართველომ გამართა რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა, პარალელურად კი, ადგილი ჰქონდა კონტრაქციას, რომელიც თავდაპირველად „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა დაგეგმეს, მოგვიანებით – გააუქმეს, თუმცა მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა მაინც შეიკრიბა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავთა კორდონი იდგა, რამაც ხელი შეუწყო მანიფესტაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ ინციდენტებს. დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სხვადასხვა საგნების – წყლის ბოთლების,

კვერცხებისა და ცოცხების სროლის, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, საგნების სროლას რამდენიმე ადამიანის დაშავებაც მოჰყვა. მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ თითოეულ ამ ინციდენტზე და გამოიყენონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს“, -წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი