უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2019 14:30
font-size

სამართალი ამ პოლიტიკისთვის მაკიაჟია - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" გრადუსი განაცხადა.

მარგველაშვილმა "რუსთავი2"-ის ყოფილი გენდირექტორისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებთაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფოში სამართალი აღარ არის პირველხარისხოვანი, რადგან ქვეყანაში სამართალი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკისთვის მაკიაჟად იქცა.

"რა არის "ქართული ოცნების" ხელწერა და რა არის "ქართული ოცნების" მეთოდები სამწუხაროდ, ეს უკვე ძალიან დაშორებულია იმისგან, როგორც მე ვიცნობდი "ქართულ ოცნებას" და რაშიც ვმონაწილეობდი, როდესაც ვიყავი "ქართული ოცნების" გუნდის წევრი. გვარამიაზე და სალიაზე, ფინანსურ საკითხებზე ცალკე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი მინდა გაგახსენოთ, რომ დაყადაღებულ "რუსთავი 2"-ში რაღაცნაირად, ეს იყო ყველაზე წარმატებული, მათ შორის ფინანსურად წელში გამართული კომპანია ნიკა გვარამიას მმართველობის ქვეშ, თუმცა ამის დეტალებში მე ვერ შევალ. დღევანდელ ვითარებასაც ვერ შევაფასებ ცალკე გვარამიას საქმით და იქიდან გამომდინარე, რასაც საუბრობს პროკურატურა",-აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, გვარამიას და კიდევ სხვა გახმაურებული საქმეები კომპლექსურია.

" ძალიან რთულია მოახერხეო და ცალკე გამოყო ნიკა გვარამიას საქმე და ვერ დაინახო მთელი კომპლექსი, მთელი ახალი ტენდენცია, ახალი ტალღა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მოქმედებაში. გვარამიაც ამ პოლიტიკური ტალღის შემადგენელია, "რუსთავი 2"-იც და რანაირად გინდა არ დაინახო, რომ ამ ტალღის ნაწილია "ტვ პირველიც" , ტალღის ნაწილია ხაზარაძე, მელია, ამ ტალღის ყველაზე მძიმე ნაწილია 20-21 ივნისი, როდესაც მიტინგის ძალადობრივი დაშლა ხდება და შემდეგ მიმდინარე მოვლენები - ოქრუაშვილი იყო, ანაკლია. თუ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებ და პოლიტიკას უყურებ როგორც პროცესს და არა ემოციურად, ცოტა რაციონალურადაც თუ შეხედავ ამ ყველაფერს ძალიან ძნელია, რომ ცალ-ცალკე გამოყო ეს მოვლენები და ვერ დაინახო ერთიანი პროცესი , ერთიანი მიზანმიმართული პოლიტიკა ამასთან მიმართებაში",-აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, არის ვითარება, როდესაც სამართლებრივი მხარე არის მეორეხარისხოვანი.

"სამართლებრივი დეტალები პირველადი არის სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც შენ უკვე ხედავ პოლიტიკურ ხელს ტელევიზიებში შენი ხალხის დანიშვნაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ბიზნესებში ჩარევაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ტელევიზიების მფლობელებისა დაბარებაზე, ხედავ, რომ პირველადი სამართალი არ არის - პირველადი არის პოლიტიკა, ხოლო სამართალი ამ პოლიტიკისთვის მაკიაჟია. ამას უნდა შევეჩვიოთ, ასე იყო ყოველთვის. ნებისმიერი ავტორიტეტული სახელმწიფო...ეს უბრალოდ კოშმარებში ხდებოდა ხოლმე, როდესაც ტროიკები ასამართლებდნენ. ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი",-აცხადებს მარგველაშვილი.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია -კახა კალაძე

12 ნოემბერი, 2019 , 15:50

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალ

ივანიშვილის ნება რომ იყოს პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - თინა ბოკუჩავა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"მისი (ივანიშვილის) ნება რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ ასეთი თავნებობა არ გაუვიდა და პატრიარქზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა," - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის ელჩს შეხვდა

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სა

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა - დავით ზალკალიანი

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ა

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური