უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 თებერვალი, 2019 17:25
font-size

სამართლებრივი და კვალიფიციური არგუმენტები თავიანთი პოზიციების დასადასტურებლად არ გააჩნიათ - დიმიტრი გვრიტიშვილი

საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

მისთვის მიუღებელია, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 5 წლით შეჩერებას გულისხმობს.

საკითხზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლეებმა ცვლილებათა პაკეტს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდეს და ავტორებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც მკაცრად გააკრიტიკეს.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ ადეკვატურად და სრულად შევაფასო არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი. მეგონა, რომ ეს იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი, რომ მოხდებოდა მოსაზრებების გაცვლა, თუმცა, მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები, ხოლო ანა დოლიძე და ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“. სამართლებრივი და კვალიფიციური არგუმენტები თავიანთი პოზიციების დასადასტურებლად არ გააჩნიათ. მათ ელემენტარულად გამბედაობა არ ეყოთ, რომ მოსამართლეებისთვის შეკითხვებზე პასუხი გაეცათ,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ - გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი, 2019 , 17:30

მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. - ეს განცხადება &b

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი - გერმანიის ელჩი

18 ივლისი, 2019 , 16:00

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვესაუბრე მედიის წარმომა

სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - გია ვოლსკი

18 ივლისი, 2019 , 14:20

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს. „სტრასბურ

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ

18 ივლისი, 2019 , 11:15

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მისი დაცვის უფროსის, კობა კოშაძის დაპატიმრების ფაქტს და ამის გამო  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: “მ

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს