უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ნოემბერი, 2019 15:25
font-size

„სამართლიანი არჩევნები” მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას. ამის შესახე “მედიანიუსს“ „სამართლიანი არჩევნებიდან” (ISFED) აცნობეს.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.

„საქართველოს პარლამენტმა 13 ნოემბერს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს. 12 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა. 12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიან ამ კანონპროექტის ინიციატორები.

პარალელური (შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით დემოკრატიული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. ივნისის თვეში მასშტაბურ აქციებზე საზოგადოების მხრიდან პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პასუხად, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ ეს დაპირება საზოგადოებას 24 ივნისს საჯაროდ მისცა. მას შემდეგ, მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა პარლამენტში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელმაც გასულ თვეებში შესაბამისი პროცედურები გაიარა, მათ შორის - საერთო სახალხო განხილვები. ამ პროცესის განმავლობაში, იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, ვინც დღეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, არცერთხელ გაუჟღერებიათ თავიანთი წინააღმდეგობა ან განსხვავებული აზრი საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა აზრი შეიცვალა პროპორციულ არჩევნებზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მათ საკონსტიტუციო კომისიაში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. როგორც ჩანს, ისევე როგორც გასულ წლებში, საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნების სურვილია. ეს თავის მხრივ, ამყარებს მოსაზრებას, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და 2020 წლის არჩევნებისთვის მმართველი პარტიას მაჟორიტარულ სისტემაზე, როგორც სასურველი მანდატების მოპოვების გარანტიაზე უარის თქმა არ უნდა.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე