უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 სექტემბერი, 2018 14:05
font-size

სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად - ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია, – განაცხადა ფოთში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ და ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ, და გადაიხადონ ბიუჯეტში“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერიის“ მენეჯმენტი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „იბერია“ სატელეფონო ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.

გასულ კვირას ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება და ამ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს -ზაალ ანჯაფარიძე

19 სექტემბერი, 2018 , 12:55

გაერთიანებული  ოპოზიციის მიერ ცეესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი  მონაცემების  ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ,  ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.&nb

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება `ომეგა ჯგუფთან` და ტელეკომპანია `იბერიასთან` დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკო

საგამოძიებო ორგანომ იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა - არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო და მან იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომელშიც სავა

გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი - გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიასთან“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. "რო

სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ - გიგი უგულავა

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის ნელი მოქმედების ნაღმია და ის უნდა აიძულონ, საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშოს. „ჯანდაბას

ისეთი ტიპის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით მიღება, როგორიც არის კანაფის კულტივაცია, არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა - მამუკა ბახტაძე

18 სექტემბერი, 2018 , 10:40

ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, - ამ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`