უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი - გიორგი ვაშაძე

უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა, - განაცხადა ,,გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძემ უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი კანონდარღვევასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„გუშინ ვნახეთ კიდევ ერთი საგანგაშო განცხადებები უწყებათშორისი კომისიის ხელმღვანელის, წულუკიანის მხრიდან. მას ავიწყდება, რომ არ წარმოადგენს ,,ქართული ოცნების“ შტაბს ამ კომისიაზე. უწყებათშორისი კომისია შექმნილია იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს. ჯერ უარი თქვა მედიის დაშვებაზე, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორს, გარჩევები დაუწყო სამოქალაქო სექტორს, გუშინ ჩამოაყალიბა პოლიციური რეჟიმი უწყებათშორის კომისიაზე და აუკრძალა ყველას ტელეფონებით შესვლა კომისიის სხდომაზე. გუშინ მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იმყოფებოდა ტელეფონით ამ სხდომაზე,“ - აღნიშნა ვაშაძემ და თეა წულუკიანს საჯაროდ მიმართა.

„კარგად გაიაზრეთ თქვენი ფუნქცია, რომელიც გაქვთ. თქვენ არ ხართ ,,ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, ივანიშვილის უწყების კომისიის ხელმძღვანელი, თქვენ ხართ ჩვენი გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც კანონით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეასრულოს. რა უფლებით კრძალვას საჯაროობას და გაშუქებას იმ პროცესის, რომელსაც აკეთებთ. ჩვენ ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას თქვენს მოქმედებას, რომელიც გაყალბების სისტემას აყალიბებს საარჩევნო პროცესში. სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი