უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2019 17:17
font-size

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს.

რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.

მსახურების შემდეგ ტაძარში საგალობელი – ღვთისმშობლის დატირება შესრულდა.

დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

22 მაისი, 2019 , 19:23

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა ჩამოიშალა. ქვები სავალი გზის ნაწილზეა ჩამოცვენილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეფერხებული.

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები

22 მაისი, 2019 , 19:05

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლექტორის მიერ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხ

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა