უკან

მოზაიკა

18 ოქტომბერი, 2021 11:49
font-size

სამედიცინი მაღაზია “ახალი ხედვა” - ორთოპედიული ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანი

კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს ორთოპედიის მიმართულებით ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. ფილიალებში მომხმარებლებს ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ორთოპედიული ფიქსატორები. თანამედროვე მედიცინაში ამ პროდუქტებს საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ, რადგან ეს სამედიცინო საშუალება ძირითადად მოულოდნელი ტრავმების, მოტეხილობისა თუ სხვა ტიპის დაზიანების დროს გამოიყენება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს - მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უზრუნველყოფს და ამასთანავე შეშუპების დროს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. გარდა ტკივილისა და დაზიანებისა, ეფექტურია მათი გამოყენება რეაბილიტაციის პერიოდშიც.

რა ტიპის ორთოპედიულ ფიქსატორებს გვთავაზობს კომპანიაახალი ხედვა

გარდა იმისა, რომ ფიქსატორები სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს თითოეულ მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორის მრავალნაირი სახეობა არსებობს. ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანების დროს, სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში ბარძაყის დამჭერს იყენებენ. სწრაფ რეაბილიტაციას ხელს უწყობს და მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს მენჯ-ბარძაყის ორთეზი.რაც შეეხება საზარდულის თიაქრის ქამარს,ის ამცირებს დისკომფორტს საზარდულის არეში სპეციალური სილიკონის ბალიშის საშუალებით.

სხვაობაა მუხლის ფიქსატორებს შორისაც. მუხლის მარტივი საფიქსაციო - არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია - კვირისტავის დამცავი სილიკონით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რბილი ქსოვილების დაზიანების დროს, ისე მუხლის სახსრის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ხოლო მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს გამოიყენება.

ტერფის ფიქსატორსაც სხვადასხვა დანიშნულება და დასახელება აქვს. მაგალითად, ღაბაში (სუპინატორი) - ბრტყელტერფიანობის, ტერფის ან წვივის ტრავმების, მუხლის სახსრის პათოლოგიის დროს გამოიყენება, ტკივილს ამსუბუქებს და ტერფზე ზეწოლის თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს. არსებობს ასევე ქუსლის სილიკონის თასი, რომელსაც აქილევსის მყესის დაზიანებისა და ქუსლის დეზის დროს იყენებენ. ეფექტურია მისი ტარება როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობისას. ფეხის თითის სამაგრი კი ჰალუქს ვალგუსისა და პოდაგრის დროს ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება.

კომპანიის ორთოპედიულ მაღაზიებში ხელმისაწვდომია თითის, კოჭის,სხივ-მაჯის, იდაყვის,მხრის და კისრის ფიქსატორები,ასევე წელის ორთოპედიული კორსეტები და ქამრები.მაღაზიის თაროებზე ასევე შეხვდებით მუცლის ბანდაჟს,რომელიც გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში,ასევე მშობიარობის შემდეგ.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი